ინტელის ძირითადი კურსი:
პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება
კურსის შინაარსი:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
·
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·
სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·
თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·
საპროექტო იდეების გენერირება
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·
სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
·
სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
·
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
·
შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
·
დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
·
შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
·
პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
·
უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
·
იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
·
საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
·
ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
·
ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
·
ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
·
სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
·
მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
·
სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
·
მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·
უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
·
შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
·
თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·
შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·
თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
·
შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
·
პროექტის გეგმის განახლება
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
·
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
·
მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
·
მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·
პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·
თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
·
კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
·
დამხმარე მასალების შექმნა
·
პროექტის გეგმის განახლება
·
განხორციელების სტრატეგიების განხილვა
·
დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
·
საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
·
შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
·
პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
·
რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·
ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
რეზიუმე:
ტრენინგი გახლდათ 39 საათიანი.
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ერთმანეთს, შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზანი. გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში, გავეცანით პორტფოლიოს კომპეტენციებს, შევქმენით ჩვენი პირადი პორტფოლიოები.შევქმენით ბლოგი, მივიღეთ დავალებები. პირველმა დღემ ჩემი მოლოდინები გაამართლა.
მეორე დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,დავათვალიერეთ შაბლონები, გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და შევქმენით ჩვენი პუბლიკაციები.
მეორე დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,დავათვალიერეთ შაბლონები, გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და შევქმენით ჩვენი პუბლიკაციები.
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ პრეზენტაციების ჩასმა ჩარჩოს ფორმით
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან-ნაყოფიერი იყო.
შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი შეფასების გეგმის შედგენას, რათა უფრო ზუსტად განგვესაზღვრა , როგორ შეგვეფასებინა მოსწავლეთა საჭიროებები
ტრენინგის მეხუთე დღე
სახალისო იყო ჩემთვის , რადგან ბავშვობაში დავბრუნდი და მოსწავლის როლი მოვირგე :) მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სავარაუდო პრეზენტაციები ჩვენი პროექტების მიზნების შესაბამისად. გავეცანით საავტორო უფლებებს.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს არ დავღლილვართ და მეტად საჭირო და აუცილებელი შეფასების რუბრიკები განვიხილეთ და შევიმუშავეთ. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ჩასმა
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და რუბრიკები...შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
საინტერესო აღმოჩნდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებიისათვის დამხმარე შაბლონის შექმნა.
გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს..
ტრენინგის მერვე დღის შეფასება
დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ კითხვარი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი კითხვარი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულის, დღეს ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ საჭირო დოკუმენტები ისე, რომ ერთი დაჭერით მაშინვე გაიხსნას იგი.